Accentnews.ge
პრემიერ-მინისტრი – ოპოზიციის ნაწილზე: "ვინაიდან მეორე ფრონტი ვერ გადმოიტანეს საქართველოში, ახლა უნდათ ტურისტების შემოდინება შეაფერხონ"

პრემიერ-მინისტრი – ოპოზიციის ნაწილზე: "ვინაიდან მეორე ფრონტი ვერ გადმოიტანეს საქართველოში, ახლა უნდათ ტურისტების შემოდინება შეაფერხონ"

08/08/2022 07:45:28 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, საქართველოში ტურისტების შემოდინება შეაფერხოს.

“მიუხედავად მრავალი მცდელობისა იმ მოღალატეების მხრიდან, ვინც ეს ომი ვერ და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, ეს გეგმა ჩაიშალა და ყოველთვის ჩაიშლება. ნახეს, რომ მსოფლიოში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა საქართველოში - არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობს ასეთი პროგრესი და ვინაიდან, მიზანს ვერ მიაღწიეს და მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გადმოიტანეს, უნდათ, ჩვენი მოქალაქეები რამენაირად დააზიანონ. უნდათ, რომ ტურისტების შემოდინება შეაფერხონ. ეს ვისზე აისახება? ჩვენს ქვეყანასა და ეკონომიკაზე, ჩვენს ხალხზე. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S