Accentnews.ge
"საქართველო მზადაა, იყოს ნატო–ს წევრი ქვეყანა, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება"

"საქართველო მზადაა, იყოს ნატო–ს წევრი ქვეყანა, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება"

08/08/2022 08:13:19 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ "საქართველო მზადაა, იყოს ნატო–ს წევრი ქვეყანა, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება". ამის შესახებ მან მუხათგვერდის სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობ, დღეს არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მზად არის ,იყოს ნატო–ს წევრი ქვეყანა, საჭირო არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო–ს წევრი ქვეყნების მხრიდან და ჩვენ ამ გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს მომავალში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, "მნიშვნელოვანია ნატო–ს უსაფრთხოების ქოლგა და სწორედ ამიტომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნატოს წევრობის მზაობა აჩვენოს".

რაც შეეხება ევროკავშირს, პაპუაშვილის განცხადებით, "ხელისუფლება ისწრაფვის ორგანიზაციის წევრობისკენ":

"ევროკავშირი უსაფრთხოებასთან ერთად ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგაცაა და სწორედ ამისკენაც ისწრაფვის ჩვენი ხელისუფლება და სწორედ ამიტომ გაკეთდა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მართალია, მიდის რეკომენდაციებზე მუშაობა, მაგრამ ჩვენს უცხოელ კოლეგებსაც რომ ვესაუბრებით, ვფიქრობთ, მეტ-ნაკლებად არის თანხმობა, რომ საქართველოც იმსახურებდა მიეღო კანდიდატის სტატუსი ახლავე. მაგრამ პირობითობა, რომელიც სამივე ქვეყნის მიმართ იყო გამოყენებული, ევროპული საბჭოს პოზიცია იყო და მთავარი ახლა ამ პირობების დაკმაყოფილებაა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S