Accentnews.ge
პაპუაშვილი – უვიზო მიმოსვლაზე: "რუსი სამხედროები ვიზის გარეშე დგანან საქართველოს ტერიტორიაზე"

პაპუაშვილი – უვიზო მიმოსვლაზე: "რუსი სამხედროები ვიზის გარეშე დგანან საქართველოს ტერიტორიაზე"

08/08/2022 08:28:11 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში შემოსული ტურისტები საფრთხეს არ ქმნიან.

მისი თქმით, რუსეთიდან საქართველოში იმდენივე ადამიანი შემოდის, რამდენიც პანდემიამდე შემოდიოდა.

"ათასობით რუსი სამხედრო, ყოველგვარი ვიზის გარეშე, დგას საქართველოს ტერიტორიაზე... ამ წერტილიდან რამდენიმე კილომეტრში არიან რუსეთის სამხედროები ყოველგვარი ვიზის, ნებართვის, საბუთების გარეშე. არიან ტექნიკით, შეიარაღებით. ამიტომ ეს საფრთხე, რომ ყოველდღიურია, ვსაუბრობთ. აქ მიბმა, რომ ტურისტის შემოსვლა დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, ჩვეულებრივი პოპულიზმია, რომელიც გადაიზარდა ქსენოფობიაში..." - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოში რუსეთიდან შემოსული ტურისტების მატებაზე საუბრობს ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და რუსეთთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ითხოვს. მმართველი პარტიის ლიდერები ამ საკითხზე საუბარშო ქსენოფობიის ნიშნებს ხედავენ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შერჩევით მიდგომებში დაადანაშაულა:

"ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში და უფრო მეტიც, იგი იყო იმ კამპანიაში ჩართული, რომელის ფარგლებშიც მოხდა მთავრობის გადაყენების მოთხოვნის წამოყენება... ცდილობს პოლიტიკოსობას".

სახალხო დამცველმა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ეს განცხადება მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად შეაფასა. ნინო ლომჯარიას თქმით, "გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში რუსეთის ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიმართ მოსახლეობა სიყვარულს არ გამოხატავს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S