"დღეს გვყავს ანტიევროპული ხელისუფლება, რაც ზრდის საფრთხეებს ქვეყნისთვის"
08/08/2022 11:19:26 პოლიტიკა
"ლელო - საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება "ანტიევროპულია, რაც ზრდის საფრთხეებს ქვეყნისთვის".
"დღეს გვყავს ანტიევროპული ხელისუფლება, ამ რეალობაში ვართ დღეს, რაც ზრდის საფრთხეებს ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, მოცემულ ვითარებაში, როდესაც რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს რუსეთის წინააღმდეგ, ერთადერთი სწორი პასუხი არის - მეტი ინტეგრაცია დასავლეთთან, მეტი თანამშრომლობა, მეტი კოოპერაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდაზე", – განაცხადა ჯაფარიძემ.


