Accentnews.ge
"არ ყოფილა არანაირი ანგარიშსწორება საქართველოს ხელისუფლების არჩევანის მიმართ, რომ  უკრაინის მხარდაჭერის საქმეში მეტი წვლილი შეიტანოს"

"არ ყოფილა არანაირი ანგარიშსწორება საქართველოს ხელისუფლების არჩევანის მიმართ, რომ  უკრაინის მხარდაჭერის საქმეში მეტი წვლილი შეიტანოს"

08/08/2022 18:40:51 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, "არ ყოფილა არანაირი ანგარიშსწორება საქართველოს ხელისუფლების არჩევანის მიმართ, რომ უკრაინის მხარდაჭერის საქმეში მეტი წვლილი შეიტანოს". ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა.

ელჩმა იმ დახმარებაზე ისაუბრა რაც საქართველომ უკრაინას გაუწია და მათ შორის აღნიშნა, რომ საქართველო არის შესაბამისობაში საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გააკეთა საქართველომ. ქართველმა ხალხმა უკრაინას გაუგზავნა დიდი ჰუმანიტარული დახმარება, საქართველოს მთავრობამ დასავლეთის ქვეყნებთან ერთად საერთაშორისო ფორუმებზე თანმიმდევრულად მისცა ხმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და საქართველო არის შესაბამისობაში საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან და აწარმოებს ექსპორტის კონტროლს, ეს არის ის, რასაც საქართველო აკეთებს, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა. რადან ეს საკითხი აქტუალურია, ნება მომეცით, გითხრათ ისიც, რომ არ ყოფილა არანაირი ანგარიშსწორება საქართველოს მიმართ, ხელისუფლების არჩევანის მიმართ, რომ მეტი წვლილი შეიტანოს, არ გააკეთოს მეტი, ვიდრე არის ხმის მიცემა გაერო–ში, ან ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, ან უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობაში ყოფნაა. ეს არის ამ ხელისუფლების არჩევანი. თავიდანვე აშშ–მა ნათლად დაფიქსირა პოზიცია საქართველოს ლიდერებისათვის, რომ ჩვენ გვესმის საქართველოს სენსიტიური სიტუაცია, ჩვენ გვესმის საქართველოს მიმართ რუსული აგრესიის ხანგრძლივი ისტორია 1801 წლამდე და შემდეგ 1804, 1832, 1908, 1917,1921,1935, 1956,,1989,1990, 2008 წლებში. უბრალოდ რომ გავიხსენოთ, ეს რამდენიმე თარიღი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მრავალი შემთხვევა გამომრჩა. ამიტომ ჩვენ თავიდანვე მკაფიოდ ვთქვით, რომ გვესმის საქართველოს სენსიტიური სიტუაცია. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს ყველა მოკავშირეს და პარტნიორს მთელ მსოფლიოში გაეკეთებინათ ყველაფერი, რაც შეეძლოთ უკრაინის დასახმარებლად, რადგან ყველა ჩვენგანის ინტერესშია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს რუსეთის აგრესიაზე. ეს იყო არაპროვოცირებული შეჭრა სუვერენულ ქვეყანაში. ეს არის ის, რაც საქართველომ გამოსცადა. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია და უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება", – განაცხადა დეგნანმა.

მისი თქმით, კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ცდილობს.

როგორც მან აღნიშნა, თბილისმა და კიევმა ნებისმიერი უთანხმოება პირადად უნდა მოაგვარონ და არა მედიის საშუალებით:

"საქართველო და უკრაინა ბუნებრივი მოკავშირეები არიან და მათ უნდა მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება პირადად და არა მედიის საშუალებით. ვიცით, რომ კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ცდილობს. ვიცით, რომ კრემლი ცდილობს ქართველების და უკრაინელების დაბნევას, ასე რომ საჯარო დავები მხოლოდ ეხმარება კრემლს თავისი ბინძური საქმის შესრულებაში. ვფიქრობ, რომ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან კონცენტრირებულნი იმაზე რომ გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა ამ ომის დასასრულებლად, რაც შეიძლება მალე მშვიდობის აღსადგენად და შემდეგ ერთად ვიმუშაოთ ყვეა რეგონულ შესაძლებლობაზე, რომელიც გაოხსნება საქართველოსა და ამ რეგიონს სხვა ქეყნებისთვის, რომ ერთად განავითარონ როგორც ეკონომიკა , ასევე საკუთარი საზღვრის დაცვის უნარი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S