"აშშ-ს არავითარი ინტერესი არ აქვს საქართველო ჩაითრიოს რაიმე ომში, პროპაგანდაა, დაადანაშაულონ ამერიკა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში"
08/08/2022 18:49:03 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, "პროპაგანდაა, დაადანაშაულონ ამერიკა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში". ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"პრობლემა მოდის დეზინფორმაციული კამპანიებით, რომლებიც უგულებელყოფს ან ამახინჯებს სიმართლეს. ვხედავთ ბევრ ასეთ კამპანიას საქართველოში, განსაკუთრებით რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინაზე. ეს გამიზნულია ქართველი ხალხის დაბნეულობისა და განხეთქილების შეტანისთვის. |ისინი შექმნილია იმისთვის, რომ ხალხი შეაშინოს. ასე რომ, კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ შეერთებულ შტატებს არავითარი ინტერესი არ აქვს რომ საქართველო ჩაითრიოს რაიმე ომში. ჩვენ არასდროს გვიცდია საქართველოს ომში ჩათრევა არც ამ, და არც სხვა რომელიმე ომში. ეს არის პროპაგანდა - იქნება ეს რუსეთიდან თუ სხვისგან, რომ დაადანაშაულონ ამერიკა საქართველოს ინტერესების, მისი სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედებაში", - ამბობს კელი დეგნანი.


