"საქართველოში რუსული აგრესიისგან თავდაცვის საუკეთესო გზა არის ერთიანობა, მათ შორის ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის"
08/08/2022 19:01:16 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, "საუკეთესო პასუხი რუსეთის აგრესიაზე არის საერთაშორისო ერთიანობა და ერთიანობა საქართველოს შიგნით". ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ერები ერთიანდებიან რუსეთის მიერ უკრაინაზე სასტიკი თავდასხმებისა და აგრესიის წინააღმდეგ. ვფიქრობ, პუტინი ამას არ მოელოდა. ასეთი დონის ერთიანობას მისი სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ. საქართველოში რუსული აგრესიისგან თავდაცვის საუკეთესო გზა არის ერთიანობა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის, გაერთიანება ღია და თავისუფალი საზოგადოების განვითარებისთვის. შეერთებული შტატები ბოლო 30 წლის განმავლობაში არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამ საქმეში და ეხმარება საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის, ეკონომიკის გაძლიერებასა და საზღვრების დაცვის შესაძლებლობების დაცვის კუთხით" - აცხადებს კელი დეგნანი.


