Accentnews.ge
კელი დეგნანის პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი

კელი დეგნანის პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი

08/08/2022 19:29:50 პოლიტიკა

"შეერთებული შტატები ვერ იტყვის მასზე ან ნებისმიერ სხვაზე, არის თუ არა ოლიგარქი. ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს", – ასე უპასუხა საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის კითხვას, "არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი".

ამასთან, დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტიდან მე-5 პუნქტის - დეოლიგარქიზაციის თაობაზე:

"მიდგომა, რომელიც მიყვება ძირეულ მიზეზს, რაც არის არასათანადო გავლენა, ფული ან პირადი გავლენა, რაც მოქმედებს პოლიტიკურ, სასამართლო და ოფიციალურ პროცესებზე, არის ის ძირეული რამ, რის მიღწევასაც ეს კანონი უნდა ცდილობდეს. რთულია, მაგრამ ეს უმნიშვნელოვანესია და არის ქვეყნები, რომლებიც ებრძვიანნ იმავე გამოწვევას, მაგრამ თითოეულმა ქვეყანამ უნდა მოძებნოს საკუთარი ფორმულა ამ სიტუაციის გადასაჭრელად".

საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონი არ აქვს. პარლამენტში დეოლიგარქიის საკითხზე მომუშავე ჯგუფს 'ქარტული ოცნების" წევრი დეპუტატი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S