Accentnews.ge
“ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა!” – აშშ–ის ელჩი მოსახლეობას ქართულადაც მიმართავს

“ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა!” – აშშ–ის ელჩი მოსახლეობას ქართულადაც მიმართავს

08/08/2022 19:31:31 პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აშშ–ს არავითარი ინტერესი არ აქვს, საქართველო რაიმე ომში ჩაითრიოს.

“ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა!”, – მიმართა დიპლომატმა მოსახლეობას ტელეკომპანია ფორმულას ეთერიდან ამჯერად ქართულ ენაზე.

მისი თქმით, პროპაგანდაა, დაადანაშაულონ ამერიკა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში:

"თავიდან მეგონა, რომ რაღაც დაიკარგა თარგმანში, რადგან ამ კითხვებს ძალიან ბევრჯერ ვუპასუხე, მაგრამ მყავს შესანიშნავი თარჯიმანი, ასე რომ არ მგონია ეს ასე ყოფილიყო. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო: ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა. ვისაც გულწრფელად აინტერესებს ჩემი კომენტარები და ჩემი პასუხები, ხედავს, რომ ამ კითხვებს არაერთხელ ვუპასუხე როგორც ქართულად, ისე ინგლისურად. მათ, ვინც აგრძელებს იმავე კითხვების დასმას, რომლებზეც მე უკვე ბევრჯერ გარკვევით ვუპასუხე, ან ნამდვილად არ აინტერესებთ ჩემი სათქმელი, ან აქვთ საკუთარი მოტივები გააგრძელონ იმის გამეორება, რაც დეზინფორმაციად, ცრუ ინფორმაციად იქნა მიჩნეული. შეერთებულ შტატებს არავითარი ინტერესი არ აქვს ჩაითრიოს საქართველო რაიმე ომში. ჩვენ არასდროს გვიცდია საქართველოს ომში ჩართვა, არც ამ და არც რომელიმე სხვა ომში. ეს არის უბრალოდ პროპაგანდა, იქნება ეს რუსეთიდან თუ სხვისგან: დაადანაშაულონ შეერთებული შტატები საქართველოს ინტერესების, მისი სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედებაში. არ ვიცი რა არის მოტივი. ჩვენ ვხედავთ რომ დეზინფორმაცია ხალხის დასაბნევად არის შექმნილი და ვფიქრობ ცხადია, რომ ეს ხდება საქართველოში. ვფიქრობ, რომ ეს ემსახურება ხალხის დაშინებას და ვფიქრობ, ამას ვხედავთ აქ. ხალხი შეშინებულია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S