Accentnews.ge
რიში – აგვისტოს ომზე: "მსოფლიოს სუსტმა პასუხმა მიგვიყვანა დაუსჯელობამდე"

რიში – აგვისტოს ომზე: "მსოფლიოს სუსტმა პასუხმა მიგვიყვანა დაუსჯელობამდე"

08/08/2022 19:47:19 პოლიტიკა

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში აგვისტოს ომის მე– 14 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ "მსოფლიოს სუსტმა პასუხმა მიგვიყვანა დაუსჯელობამდე".

"გუშინ საქართველოში რუსეთის შეჭრის მე-14 წელი შესრულდა. სუვერენიტეტის ამ დარღვევამ და მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო, რამაც მას საშუალება მისცა უკრაინაში ორჯერ შეჭრილიყო, სირიაში ასადის დახმარებოდა, ვაგნერის დაქირავებული ჯგუფი განვითარებინა და აეღო დე-ფაქტო კონტოლი ბელარუსზე", – აცხადებს რიში.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა 2 232-ს შეადგენს, მათ შორის 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ "დამოუკიდებლობა" აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S