Accentnews.ge
ჰოჯესი: „დროა, საქართველომ გადაწყვიტოს, რა სურს რეალურად“

ჰოჯესი: „დროა, საქართველომ გადაწყვიტოს, რა სურს რეალურად“

09/08/2022 06:45:41 პოლიტიკა

ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესი „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ „დროა, საქართველომ გადაწყვიტოს, რა სურს რეალურად“.

„ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია. სურთ კი მათ ნამდვილად იყვნენ დასავლეთის ნაწილი, სადაც ახალგაზრდებს შესააძლებლობები აქვთ? სურთ კი მათ ჰქონდეთ ეკონომიკური განვითარება? სურთ ამერიკელებთან და ევროპელებთან ყოფნა? - მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას ეს ნამდვილად სურს, რადგან რუსეთს ეს არ სურს“,- აღნიშნავს ჰოჯესი.

მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2008 წელს დასავლეთში გულუბრყვილოდ ფიქრობდნენ, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა:

„უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ რუსეთი ჯერ კიდევ უკანონოდ იკავებს ტერიტორიებს საქართველოში. მიუხედავად, იმისა, რომ ე.წ. სარკოზის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და [მათ]უნდა დაეტოვებინათ ეს ტერიტორიები. ჩვენ დასავლეთში, გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ როდესმე რუსეთი შეასრულებდა რაიმე შეთანხმებას. დღეს თუ ვინმე კიდევ ასე ფიქრობს, შესაძლებელია შეხედოს საქართველოს, სადაც რუსეთმა ვალდებულებები არ შეასრულა. მე ვფიქრობ, რომ დღეს დასავლეთი კარგად აღიქვამს შექმნილ ვითარებას,“- აცხადებს ჰოჯესი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S