მთავრობის სტრატკომი:”ნიკა მელიას გავრელებული ინფორმაცია არის ცილისწამება და ემსახურება საზოგადოებაში დაძაბულობის მუხტის გაჩენას“
09/08/2022 11:20:31 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას, თითქოს, ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს რუსეთს აწვდის, დეზინფორმაციას უწოდებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფორმალური თავმჯდომარე, ნიკანორ მელია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის სამინისტროს არქივში არსებული ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, რაც რა თქმა უნდა არის გაკოტრებული ძალის გაკოტრებული ლიდერის მიერ მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამება, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში დაძაბულობის მუხტის გაჩენას და მმართველი გუნდის დისკრედიტაციას!” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ "ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა". მისი თქმით, "საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იქცა რუსული სპეცსამსახურების ქვედანაყოფად".


