Accentnews.ge
"თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება"

"თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება"

10/08/2022 08:49:22 პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელონ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება".

„არსებობს წესი, როდესაც პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს და შემდგომ პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნული წესი ძალაში რჩება და ამ ეტაპზე არ განიხილება, რომ წესი შესაძლოა, მსჯელობის საგანი გახდეს. თეორიულად ნებისმიერი წესის შეცვლა არის შესაძლებელი. თეორიულად შესაძლებელია ოდესღაც ვიმსჯელოთ - დღეს ეს საკითხი არ განიხილება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S