Accentnews.ge
"რუსებს ევროპაში მოგზაურობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, სანამ მოსკოვი აგრესიას აგრძელებს"

"რუსებს ევროპაში მოგზაურობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, სანამ მოსკოვი აგრესიას აგრძელებს"

11/08/2022 06:46:22 პოლიტიკა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ ევროპაში, ან სხვა ცივილიზებული ქვეყნებში მოგზაურობის უფლება მანამ, სანამ მოსკოვი აგრძელებს აგრესიას უკრაინაში.

"რუსებისთვის ევროპაში ან ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთიური უფლება, არამედ პრივილეგიაა, რომლითაც არ უნდა ისარგებლონ, სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას. რუსეთის შესაჩერებლად ერთი ნაბიჯი არის ის, რომ ფართო საზოგადოებამ იგრძნოს სანქციების და მოგზაურობის აკრძალვის შედეგები", – აცხადებს ედგარს რინკევიჩსი.

ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ ესტონეთისა და ფინეთის ლიდერებმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდეს შეწყვიტონ ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის. ევროკავშირი აპირებს შეისწავლოს რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხი, ამ თვის ბოლოს, შინაგან საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S