Accentnews.ge
ბურჭულაძე პოდოლიაკს პასუხობს: "ნარატივი, რომელიც ჩვენს მიმართ დღეს მიმდინარეობს, არასწორია"

ბურჭულაძე პოდოლიაკს პასუხობს: "ნარატივი, რომელიც ჩვენს მიმართ დღეს მიმდინარეობს, არასწორია"

11/08/2022 07:05:50 პოლიტიკა

საქაღთველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა უკრაინელებთან ურთიერთობების დათბობა.

„ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან, ეს ნარატივი, რაც დღეს ჩვენს მიმართ მიმდინარეობს, ვფიქრობ, არ არის სწორი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ მათი განცხადებები უკრაინის შესახებ მათივე რეპუტაციისთვისა არის საზიანო:

"საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ - ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S