Accentnews.ge
"შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების შესვლა კიდეც რომ აიკრძალოს, ჩვენს შემთხვევაში გასათვალისწინებელია რუსეთში მყოფი მილიონი ქართველი"

"შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების შესვლა კიდეც რომ აიკრძალოს, ჩვენს შემთხვევაში გასათვალისწინებელია რუსეთში მყოფი მილიონი ქართველი"

11/08/2022 09:19:21 პოლიტიკა

"რომც დავუშვათ, რომ ევროკავშირი შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების შესვლას აკრძალვს, ჩვენს შემთხვევაში გასათვალისწინებელია რუსეთში მყოფი მილიონი ეთნიკურად ქართველი", – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ევროკავშირის მიერ შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების შესვლის აკრძალვაზე მსჯელობის დაწყება და ცალკეული განცხადებები არ ნიშნავს იმას, რომ ეთნიკური ნიშნით ვინმეს მიმოსვლა შეეზღუდება".

"საქართველოს ჰყავს დაახლოებით მილიონი ეთნიკურად ქართველი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, იქ საქმიანობს და კავშირები აქვს შენარჩუნებული საქართველოსთან. ეს გარემოება რომ მხედველობაში არ იქნას მიღებული, მე არ მგონია, რომ ეს მართებული იყოს. ამ სპეციფიკური გარემოების მხედველობაში მიღებაც აუცილებელი იქნება ყველა შემთხვევაში. ჯერ ერთი, ეთნიკური ნიშნით ვერ აიკრძალება, მოქალაქეობის ნიშნით თუ აიკრძალება, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ეს გახდეს პრობლემა 1 მილიონი ქართველისთვის საქართველოში ჩამოსვლა და აქ კავშირების შენარჩუნება", - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ ესტონეთისა და ფინეთის ლიდერებმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდეს შეწყვიტონ ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის. ევროკავშირი აპირებს შეისწავლოს რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხი, ამ თვის ბოლოს, შინაგან საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S