Accentnews.ge
ენმ-მ  "ეფესბეს" ყოფილი ჯაშუშის” საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

ენმ-მ  "ეფესბეს" ყოფილი ჯაშუშის” საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

11/08/2022 10:05:51 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ პროკურატურას მიმართა ვსევოლოდ ოსიპოვის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

„იმ ფონზე, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ლეგიტიმური შიში გააჩნიათ უკონტროლო შემოდინებისა რუსეთის ფედერაციის მხირდან, ჩვენი ხელისუფლება ფასადურადაც კი არ რეაგირებს აღნიშნულზე. სუს-ი, რომელიც დასდევს ოცნების პოლიტიკურ ოპონენტებს, არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ თუნდაც იმ ინფორმაციაზე, რაც საჯაროა და მედიაში ვრცელდება, რეაგირება მოახდინონ… საქმე ეხება რუსეთის მოქალაქე ოსიპოვს. იმედი მაქვს, არ გადასცემენ რუსეთს და ის ინფორმაცია, რასაც იგი ფლობს, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის“, – განუცხადა დოლიძემ ჟურნალისტებს.

ოსიპოვი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც რამდენიმე თვეა, საქართველოში იმყოფება და ამბობს, რომ წარსულში რუსეთის "ეფესბესთვის" მუშაობდა. მან თავდაპირველად რუსულ ოპოზიციურ მედია „მედუზასთან“, შემდეგ კი სხვადასხვა, მათ შორის ქართულ მედიასაშუალებებთან ისაუბრა ამის შესახებ. ოსიპოვი ამბობს, რომ საქართველოში გამოშვებისას მას დაავალეს თბილისში მყოფი ორი ოპოზიციონერის, იაროსლავ კონვეისა (LPR) და ანტონ მიხალჩუკის (Free Russia Foundation) თვალთვალი. თუმცა, ოსიპოვის თქმით, მან ორივე მათგანი პირადად ნახა და გააფრთხილა.

9 აგვისტოს გამოცემა „ევრიაზიანეტთან“ საუბარში ოსიპოვმა განაცხადა, რომ საქმიანობაზე მისი საჯარო აღიარების მიუხედავად, მას საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან არ დაკავშირებიან და არ გამოუკითხავთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S