Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილმა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ხედვა წარადგინა

ანა ნაცვლიშვილმა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ხედვა წარადგინა

11/08/2022 11:30:31 პოლიტიკა

„ლელოს“ წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა სასამართლო რეფორმის თემაზე ბრიფინგი გამართა და მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ გაწერილი სამუშაო კვლევა წარადგინა.

ნაცვლიშვლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტში 2013-2021 წლებში სასამართლოს მიმართულებით გატარებული ცვლილებების ანალიზია ასახული, რაც მისი თქმით, აჩვენებს, რომ დაპირება შეუსრულებელია.

“სასამართლო რეფორმა 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად უნდა დაეფუძნოს ობიექტური, სრულყოფილი, ინკლუზიური პროცესის შედეგად შემუშავებულ შეფასებას სასამართლოში არსებული პრობლემების შესახებ. ამგვარი შეფასების გარეშე რეფორმა კვლავ პარტიული ინტერესით იქნება ნაკარნახევი და საჭირო შედეგს ვერ მოიტანს. დაუყონებლივ უნდა მოხდეს იმ ხუთი არამოსამთლე წევრის შერჩევა, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოების თვალი და ყური უნდა იყვნენ. ამას ხელოვნურად, ერთპარტიული ინტერესებით “ქართული ოცნება“ აბრკოლებს. ეს ხუთი ადამიანი უნდა შეირჩეს არა პარტიული ლოიალობის, არამედ კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის ნიშნით. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევა უნდა გახდეს რეალური და არა ფორმალური, როგორც არის დღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იყოს შემოღებული ორმაგი, 2/3-ის სისტემა. დღის წესრიგში უნდა დადგეს საბჭოს მიერ არასრული შემადგენლობით მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების გადახედვის საკითხი. უნდა მოხდეს 2021 წლის დეკემბრის ბოლოს “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მიღებული უკიდურესად დამაზიანებელი ცვლილებების გაუქმება და სტატუს-კვოს აღდგენა. არსებითი ცვლილებები უნდა შეეხოს იუსტიციის საბჭოს საქმიანობის წესს, სკოლას, დისციპლინურ სისტემას, თავმჯდომარეების არჩევის წესს, საქმის განაწილების საკითხი სათანადოდ უნდა მოწესრიგდეს კანონით“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დოკუმენტი დღესვე გადაეგზავნება პარლენტში იურიდიულ კომიტეტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S