Accentnews.ge
თალაკვაძე – არახამიას: "არცერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია"

თალაკვაძე – არახამიას: "არცერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია"

12/08/2022 08:17:01 პოლიტიკა

"ქართლი ოცნების" წევრი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებლის რუსეთთან დავით არახამიას გუშნიდლ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "არცერთ ქართველს, საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია"

„ვინაიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა რუსეთთან ომში იმყოფება, ჩვენ თავს ვიკავებთ მთელი ამ თვეების განმავლობაში, რომ გავაკეთოთ ის შეფასებები კონკრეტულ პოლიტიკურ პირებთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლებიდან, რომელსაც სინამდვილეში ისინი იმსახურებენ. ეს დამოკიდებულება დარჩება ბოლომდე, ვიდრე უკრაინა ომშია. რაც შეეხება დავით არახამიას, მისი მხრიდან ეს არის საქართველოს მიმართ არმეგობრული განცხადებები. როდესაც უკრაინაში ომია ჩვენთვის გასაკვირია, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები, იცლიან იმისთვის, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. მისი განცხადებები პირდაპირ იმეორებს საქართველოში რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს. მინდა, მას ვუთხრა, რომ არცერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია. ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, უკრაინას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დავით არახამიამ გუშინ განაცხადა, რომ უკვე აიღო ახალი დიპლომატიური პასპორტი, რომელსაც „სპეციალურად ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის“ აქვეყნებს.

"ახლა, კი სპეციალურად ბატონი ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ დიპლომატიურ პასპორტს გამოვაქვეყნებ, რომელშიც ამერიკის შეერთებულ შტატების 5-წლიანი სამთავრობო ვიზაა. უნდა გაიგოთ, რომ მსგავსი ვიზები საბედნიეროდ თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. ვიმედოვნებ, რომ სანქციების მერვე პაკეტში, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, ვნახავთ, ვინ რას წარმოადგენს, ვის რა პასპორტი ექნება და ვინ სად იქნება. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ, გკოცნით“, - განაცხადა არახამიამ, რომლის ვიდეომიმართვის თარგმანი ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S