Accentnews.ge
ესტონეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი: "საქართველოს მთავრობას გასდის ის, რაც არ უნდა გასდიოდეს"

ესტონეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი: "საქართველოს მთავრობას გასდის ის, რაც არ უნდა გასდიოდეს"

12/08/2022 08:32:12 პოლიტიკა

ესტონეთის პარლამენტის წევრი, დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, 2008 წელს საქართველოს მთავრობის მრჩეველი ერიკ კროსი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში საქართველოზე, რუსეთზე, უკრაინასა და დასავლეთზე საუბრობს.

იგი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებს, რადგან მიაჩნია, რომ "მთავრობა არ სცემს პატივს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებას, როდესაც ოპოზიციას ციხეში სვამს და მედიას ხურავს".

"დემოკრატიული გზიდან გადახვევის ნიშნები აშკარაა - ვხედავთ, რომ მთავრობა არ სცემს პატივს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებას - ოპოზიციას ციხეში სვამს, მედიას ხურავს. პოლარიზებულია, რუსეთს ეკეკლუცება. უამრავი ნიშანია, რაც უნდა გვაშფოთებდეს. მაგრამ მაინც გავიძახით: მაგრამ ისინი ხომ ჩვენი მეგობრები არიან! ისინი კაი ტიპები არიან! ვფიქრობ, საკმარისად კრიტიკულები არ ვართ ამ ეტაპზე. გვგონია, რომ საქართველოს დაბრუნების დრო ისევ გვაქვს. მაგრამ თუ საქართველოს მთავრობას ეს გაუვა, ისინი იტყვიან: ევროპული ღირებულებები არ გვინდა, ისინი ჩვენ არ შეგვეფერება, აი, ფული კი გვინდა, ფული მოგვეცით. და ჩვენ ვიტყვით - ოკ, კარგი, კარგი. პარიზისა და ბერლინის პოზიცია კიდევ გასაგები იყო - უნდოდათ მოსკოვთან ვაჭრობით ხელი მოეთბოთ. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენ გვინდა საქართველო ნატოში იყოს, ჩვენთან იყოს და ამიტომ საქართველოს მთავრობას გასდის ის, რაც არ უნდა გასდიოდეს", - აცხადებს ერიკ კროსი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S