Accentnews.ge
გახარიას პარტიის ყოფილი წევრი ხობის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილედ აირჩიეს

გახარიას პარტიის ყოფილი წევრი ხობის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილედ აირჩიეს

12/08/2022 11:21:50 პოლიტიკა

ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" ყოფილი წევრი ნუგზარ შუშანია ხობის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილედ აირჩიეს. გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, ნუგზარ შუშანია „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბირა.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გახარიას პარტიას ფრაქცია დაეშალა. ფრაქციის 4 წევრიდან 2-მა დეპუტატმა - ნუგზარ შუშანიამ და მაკა ჩარტიამ "საქართველოსთვის" დატოვეს

თავად ნუგზარ შუშანიას თქმით, პარტია იმიტომ დატოვა, რომ გიორგი გახარიასა და მისი გუნდის ნარატივი „ნაციონალური მოძრაობისას“ ემთხვევა.

„ვტოვებ, პარტია საქართველოსთვის და ხობის ამავე სახელწოდების ფრაქციას. მიზეზი გიორგი გახარიას და მისი გუნდის ბოლო დროინდელი განცხადებები და ქმედებებია, რომელიც ფაქტობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს, მეტიც ავსებს ნაც მოძრაობას და ეხმარება მას. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, პირადად მე და ჩემი ოჯახი მათგან არაერთი ზეწოლის, დაშინების და გატაცების ობიექტიც კი ვიყავით – არაფერი მესაქმება პოლიტიკოსების იმ ჯგუფთან ვინც ქვეყნის ინტერესები, საკუთარი ღირსება გაყიდა და შეუერთდა პარტიას, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ უბედურებსთან, ქვეყნის ღალატთან და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან ასოცირდება“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნუგზარ შუშანიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S