Accentnews.ge
ბრეგაძე– სააკაშვილზე: "ეს ადამიანი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ"

ბრეგაძე– სააკაშვილზე: "ეს ადამიანი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ"

12/08/2022 11:54:03 პოლიტიკა

"მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ექს–პრეზიდენტი თერაპიულ განყოფილებაში იმყოფება.

„პენიტენციური სამსახური არ იღებს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე. გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელმაც სასჯელი ან უნდა გადაუვადოს ან უნდა გაათავისუფლოს. მე არ ვარ ექიმი და თავს არ მივცემ უფლებას ვისაუბრო სამედიცინო მანიპულაციაზე და ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს ადამიანი იმყოფება თერაპიულ და არა რეანიმაციულ, ან ინტენსიურ განყოფილებაში. აქედან გარკვეული დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი. ეს ადამიანი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ“,- აღნიშნავს რატი ბრეგაძე.

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ქვეყანაში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძღულია საქმე სახელმწიფო საზღვარის უკანონო კვეთის მუხლითაც, საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.

დაკავების დღესვე სააკაშილმა შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს. მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ვერ დასრულდა რეაბილიტაციის პროცესი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. ოჯახის, მხარდამჭერებისა და ადვოკატების სურვილია, სააკაშვილის ხელისუფლებამ სასჯელის მოხდის ვადა გადაუვადონ სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S