Accentnews.ge
EU-ს ანგარიში:"გენდერული და ოჯახში ძალადობის საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება"

EU-ს ანგარიში:"გენდერული და ოჯახში ძალადობის საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება"

13/08/2022 17:51:19 პოლიტიკა

კვლავ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით გენდერული და ოჯახში ძალადობის საკითხები - ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას ეხება.

"თანასწორი უფლებები და მოპყრობა, განსაკუთრებით ლგბტიქ თემის მიმართ, 2021 წელს ზეწოლას ექვემდებარებოდა, რაც 2021 წლის 5 ივლისის ძალადობამ აჩვენა. 2021 წელს ქალებისა და მამაკაცების უთანასწორობის გლობალური ინდექსის მონაცემებით საქართველომ 154 ქვეყანას შორის 49-ე ადგილი დაიკავა, ხოლო 2022 წლისთვის 146 ქვეყანას შორის 55-ე ადგილი და მისი საერთო ქულა ზედიზედ ორიწლის განმავლობაში უმნიშვნელო გაუმჯობესებას აჩვენებს. თუმცა, ზოგიერთ სფეროში (მაგალითად, განათლების დონე, ჯანმრთელობა, სიცოცხლისუნარიანობა და პოლიტიკური უფლებამოსილება) მისი ქულა გაუარესდა" - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია გენდერულო თანასწორობაზე.

"გენდერული თანასწორობა კვლავ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით გენდერული და ოჯახში ძალადობის საკითხები. ეს ცხადყოფს გადარჩენილთა მხარდაჭერის გაძლიერების, დამნაშავეთა რეაბილიტაციის პროგრამების და ცნობიერების ამაღლების კამპანიების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ადგილობრივი თემის დონეზე. 2020 წლის დეკემბერში მთავრობამ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფს (GREVIO) წარუდგინა თავისი პირველი ანგარიში სტამბულის კონვენციის განხორციელების შესახებ. ეს ანგარიში ამჟამად შეფასების პროცესშია. 2021 წლის ოქტომბერში საქართველოს კოალიციამ თანასწორობისთვის და სხვა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა GREVIO-სთვის ჩრდილოვანი ანგარიში გამოაქვეყნეს. 2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. გამოყენებული იყო გენდერული კვოტები: პარტიებს უნდა უზრუნველეყოთ, რომ ადგილობრივი საკრებულოს საარჩევნო სიებში 4 კანდიდატიდან მინიმუმ 1 ქალი ყოფილიყო. ამის შედეგად 2017 წლის არჩევნებთან შედარებით არჩეული ქალების წილი 19.6%-დან 31.4%-მდე გაიზარდა. საქართველოს პირველად ჰყავს 3 მერი ქალი (64-დან)" - ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S