"ევროკომისიის ანგარიში განაცხადია, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა დაბრკოლებაა ევროკავშირის გზაზე"
15/08/2022 08:40:28 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ "ევროკომისიის ანგარიში განაცხადია, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა დაბრკოლებაა ევროკავშირის გზაზე".
„ორი დღის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში. დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შანსს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არსებული ხელისუფლების პირობებში. ამ დოკუმენტის მიხედვით საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის სფეროში. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, თავს ესხმიან ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე. მიუხედავად ამისა, ევროპა არ გვიწურავს იმედს, არ გვისპობს ევროპულ ქვეყნად ქცევის პერსპექტივას და მოგვიწოდებს 12 ნაბიჯის გადადგმისკენ, რომელიც გვაქცევს ევროპის ნაწილად. მაგრამ ევროპულ ქვეყნად ქცევის პერსპექტივას ყოველდღიურად გვაკარგვინებს უსამშობლოების პარტია – რუსული ოცნება“,- განაცხადა მელიამ.


