Accentnews.ge
რა საკითხები განიხილა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა თურქ კოლეგასთან შეხვედრისას

რა საკითხები განიხილა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა თურქ კოლეგასთან შეხვედრისას

15/08/2022 09:39:36 პოლიტიკა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, გივი თუმანიშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, გივი თუმანიშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანთან, გუბერნატორ, სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუსთან.

მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პრეზიდიუმსა (AFAD) და კომპანიას „თურქეთის აეროკოსმოსურ ინდუსტრია“ (TUSAS) ეწვია.

გივი თუმანიშვილი აღნიშნული უწყებების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. ვიზიტის მსვლელობისას, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი ათათურქის მავზოლეუმს ეწვია, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S