Accentnews.ge
"კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინას თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში"

"კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინას თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში"

15/08/2022 10:27:09 პოლიტიკა

"დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინას თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე დევნილები დაბრუნდებიან, მანამდე აუცილებელია მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ:

„ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინას თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში. იცით, რომ ზურაბ აზარაშვილი მუშაობს განვადებით მშენებლობის საკითხებზე მშენებელ კომპანიებთან, ალბათ ძალიან მალე დასრულდება აუქციონი და დავიწყებთ ათასობით ბინის მშენებლობას. მანამ, ვიდრე დევნილებს დავაბრუნებთ აფხაზეთში და სამაჩაბლოში, მანამდე აუცილებელია მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S