საქართველოში ლატვიის ახალ ელჩად ედიტ მედნე დაინიშნა
16/08/2022 11:59:53 პოლიტიკა
საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ედიტ მედნე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„წარმოგიდგენთ ლატვიის ახალ ელჩს საქართველოში, ედიტ მედნეს! ის მუშაობდა ირლანდიაში ლატვიის საელჩოში, ევროკავშირში ლატვიის მუდმივ წარმომადგენლობაში, ხელმძღვანელობდა ქონებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტს და დიპლომატიური დაწესებულებების დეპარტამენტს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოყვანილი აქვს საქართველოში ლატვიის ახალი ელჩის განცხადება.
„ლატვია არის და დარჩება საქართველოს სანდო პარტნიორი და მხარდამჭერი ევროატლანტიკური მისწრაფებების და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ვემხრობი ლატვიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების ხელშეწყობას, განზრახული მაქვს ლატვიურ დიასპორასთან მჭიდრო თანამშრომლობა“, – აცხადებს მედნე.


