მელია – „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: "სტრატეგიული პარტნიორის მეგობრულ რჩევებს ინსტრუქციებად ასაღებენ"
16/08/2022 14:29:30 პოლიტიკა
"სტრატეგიული პარტნიორის მეგობრულ რჩევებს ინსტრუქციებად ასაღებენ და ამ კონტექსტში უტიფრად საბჭოთა წარსულს ახსენებენ", – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას.
„რუსული ოცნების ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი საქმიანობის რამდენიმე ასპექტს: არ აპირებენ ევროკომისიის რეკომენდაციების, კერძოდ, ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნის შესრულებას – რეალურ სასამართლო რეფორმას; ღიად და დაუფარავად აცხადებენ, რომ არ დათმობენ სასამართლო სისტემას; კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებენ იმ მოსამართლეების მიმართ, ვინც არ ემორჩილება რუსულ ოცნებას და კლანს; განაგრძობენ თავდასხმას აშშ-სა და ჩვენს მეგობრებზე, ამჯერად ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ილვესზე, რომელიც სხვა ევროპელ პრეზიდენტებთან ერთად, თბილისში იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოში. განცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რუსული ოცნების მმართველობის პიროებებში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ, წევრობაზე ხომ ოცნებაც არ ღირს“, – აცხადება მელია.
დღეს „ხალხის ძალამ" მორიგი ანტიდსავლური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც დამატებით ამყარებს ჩვენს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული".


