Accentnews.ge
"საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან"

"საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან"

16/08/2022 16:18:20 პოლიტიკა

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალის დაათვალიერებისას განაცხადა.

მისი თქმით, ,,ენგურჰესის“ პოტენციალი სჭირდება საქართველოს და სჭირდება „ჩვენი და აფხაზების სამომავლოდ ერთად ყოფნას“:

"ახლა დაიწყო ,,ენგურჰესის“, როგორც ინდუსტრიულ-ტურისტული პუნქტის აღდგენა, რომელსაც მიმდინარე წელს დასათვალიერებლად უკვე 20 000 ტურისტი სტუმრობდა. სვანეთის გზაზე ეს არაჩვეულებრივი ადგილი, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული პუნქტი გახდება. "ენგურჰესს“ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ როგორც ნაგებობასა და კაშხალს, ეს არის რეალურად, ჩვენი ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან, რამეთუ ერთობლივად იმართება და ეს ალბათ, ერთადერთი ასეთი, საერთო ეკონომიკური საქმიანობაა. ეს არის ის, რაც დღეს კიდევ გვაერთიანებს და რასაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. ამავდროულად, ,,ენგურჰესს“ საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ენერგოპროდუქციის 40% აქედან მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან. ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, როცა ცოტა მარტივად და ცოტა ზედაპირულად ვსაუბრობთ, რომ ჰესები შეიძლება ბუნებას აზიანებდეს. გადავხედოთ აქაურ ბუნებას, რამდენად მდიდარია ის, რამდენად მდიდარია ,,ენგურჰესის“ პოტენციალი, რამდენად სჭირდება საქართველოს ეს პოტენციალი და რამდენად სჭირდება ეს ხიდი ჩვენი და აფხაზების სამომავლოდ ერთად ყოფნას“.

"ენგური ატრაქციის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ანთიძე, რომელმაც დღეს საქართველოს პრეზიდენტს ,,ენგურჰესზე“ უმასპინძლა აცხადებს, რომ,,ენგურჰესს“, როგორც ტურისტული დანიშნულების ობიექტს პოპულარიზაცია სჭირდება და პრეზიდენტის დღევანდელი ვიზიტიც სწორედ ამას შეუწყობს ხელს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ,,ენგურჰესის“ კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა ორი საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.

ამჟამად პროექტს ,,ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ ენერგეტიკის განვითარების ფონდი და მისი შვილობილი კომპანია ,,ენგური ატრაქცია“ ახორციელებს.

,,ენგურჰესის“ უნიკალური თაღოვანი კაშხალი მსოფლიოში თაღოვან კაშხლებს შორის, მეხუთე ადგილზეა და ზოგადად, კაშხლებს შორის კი მეექვსე ადგილზე. იგი ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი უდიდესი ინფრასტრუქტურით. ენგურის მდიდარი ჰიდროენერგორესურსების გამოყენებაზე ფიქრი პირველად ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო, თუმცა იმ დროისთვის ენგურის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S