Accentnews.ge
რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას პოლიტიკური პარტიების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას პოლიტიკური პარტიების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ

16/08/2022 17:37:25 პოლიტიკა

20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს, მიიჩნევს რა, რომ რუსეთის მოქალაქეების ჭარბად და უკონტროლოდ შემოდინება საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

"განგრძობადი ოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში ჩადენილი ეთნიკური წმენდა, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და რუსეთის ფედერაციის მიერ ხშირად გამოყენებული მიდგომა – საკუთარი მოქალაქეების ე.წ. დაცვის საბაბით, უცხო ქვეყანაში ინტერვენციასთან დაკავშირებით – საკმარის საფუძველს ქმნის სავიზო რეჟიმის დასაწესებლად", - აცხადებენ არასამტავრობო ორგანიზაციები.

ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სავიზო რეჟიმი და ასევე გადახედოს, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული რუსეთის მოქალაქეების სამართლებრივ სტატუსს.

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივით მანამდე პოლიტიკური პარტიები– "ლელო" და "დროა" გამოვიდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S