Accentnews.ge
"მსურს უკრაინის თავისუფლება და მინდა, უშუალოდ მივიღო მონაწილეობა ბრძოლაში"

"მსურს უკრაინის თავისუფლება და მინდა, უშუალოდ მივიღო მონაწილეობა ბრძოლაში"

16/08/2022 18:42:22 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა პირადად სურს.

„ჩემი ჯანმრთელობა შერყეულია, მაგრამ მინდა, უკრაინელებმა იცოდნენ, რომ სულიერად და ფიზიკურად მეხმარება ჩვენი ჯარისკაცების გმირობა, ხალხის ერთიანობა, პრეზიდენტი ზელენსკის ხელმძღვანელობა, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა უკრაინისადმი და ჩემი უსაზღვრო რწმენა გამარჯვებისადმი. მსურს უკრაინის თავისუფლება და მინდა უშუალოდ მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები თავისიანს არ მიატოვობენ და ვემახსოვრები“, – წერს სააკაშვილი.

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ქვეყანაში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძღულია საქმე სახლემიფო საზღვარის უკანონო კვეთის მუხლითაც, საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზე.

დაკავების დღესვე სააკაშილმა შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს. მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ვერ დასრულდა რეაბილიტაციის პროცესი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. ოჯახის, მხარდამჭერებისა და ადვოკატების სურვილია, სააკაშვილის ხელისუფლებამ სასჯელის მოხდის ვადა გადაუვადო სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S