"საამაყოა, რომ აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა ილიასეულ პროდასავლურ პრინციპებზე დგას"
17/08/2022 18:21:18 პოლიტიკა
"საამაყოა, რომ აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა ილიასეულ პროდასავლურ პრინციპებზე დგას" - ამის შესახებ საქართველოში ანერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
"ამერიკელებისთვის „დამფუძნებელი მამების" ცნება ძალიან ახლო და ძვირფასია. ამ ქვეყანაში თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელ მამად ილია ჭავჭავაძე მიიჩნევა. მისი მრავალმხრივი საქმიანობა და მდიდარი მემკვიდრეობა აღმაფრთოვანებელია. ჩვენი მისიისთვის კი განსაკუთრებით საამაყოა, რომ აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა ილიასეულ პროდასავლურ პრინციპებზე დგას.მცხეთა-მთიანეთში ოფიციალური ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა საგურამოში ილიას სახლი მოინახულა და მისი ცხოვრების შესახებ საინტერესო ისტორიები მოისმინა.


