Accentnews.ge
მანჯგალაძე:"უკან დასახევი არაფერი დაგვრჩენია, ჩვენს უკან დგას საქართველო"

მანჯგალაძე:"უკან დასახევი არაფერი დაგვრჩენია, ჩვენს უკან დგას საქართველო"

18/08/2022 09:17:34 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ პარტია კომპლექსური გეგმისთვის ემზადება.

მანჯგალაძის თქმით, იქ, სადაც არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, ყველაფერი იქნება კონსტიტუციის ფარგლებში.

„კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, ჩვენ უკან დასახევი არაფერი დაგვრჩენია. ჩვენს უკან დგას საქართველო, ეს არ არის პათეტიკა. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ემზადება კომპლექსური გეგმისთვის. სადაც გაიგებთ, რომ არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, არსად არ იქნება ანტიკონსტიტუციური, ძალადობრივი ქმედება, ყველაფერი იქნება კონსტიტუციის ფარგლებში. ნუ ქმნით მტრის ხატს. ადამიანს უფლება აქვს, გამოვიდეს ქუჩაში, გამოხატოს პროტესტი. პროტესტის ფორმებზე საუბარი და შეთანხება შეიძლება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S