Accentnews.ge
იოსელიანი საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი ჯგუფის შეხვედრაზე ISFED არმიწვევას "უსამართლო გადაწყვეტილებას" უწოდებს

იოსელიანი საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი ჯგუფის შეხვედრაზე ISFED არმიწვევას "უსამართლო გადაწყვეტილებას" უწოდებს

18/08/2022 11:30:53 პოლიტიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია მოქალაქეების წევრი ლევან იოსელიანი საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი ჯგუფის შეხვედრაზე ISFED არმიწვევას "უსამართლო გადაწყვეტილებას" უწოდებს.

„ჩვენი პოზიცია არის, რომ ISFED უნდა ესწრებოდეს ამ შეხვედრებს. მათ მიმართ გამოტანილი ეს გადაწყვეტილება სამართლიანად არ მიმაჩნია. მიუხედავად იმისა, კონკრეტულ პიროვნებას რა ხედვა, ან რა პოლიტიკური გემოვნება აქვს, ეს არ უნდა აისახოს ორგანიზაციის მიმართ გადაწყვეტილებაზე. ISFED ყოველთვის მონაწილეობდა საარჩევნო საკითხების განხილვებში და ვფიქრობ, მისი ჩართულობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. აქედან გამომდინარე, მეც ვთხოვე მმართველ პარტიას, რომ გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას და შემდგომი შეხვედრისთვის იქნებ გაირკვეს ეს საკითხი. თავის მხრივ, ISFED აცხადებს, რომ არანაირი პოლიტიკური განცხადება რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, ან მმართველი პარტიის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება მათი მხრიდან არ მომხდარა. აქედან გამომდინარე გაუგებარია, რა დგას ამ ყველაფრის უკან”,- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) არ მიიწვია.

ამის მიზეზად ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ორგანიზაციის "არანეიტრალურობა" დაასახელა.

მისი თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პრემიერ–მინისტრის "პოსტიდან" ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა.

მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის კარი "ნებისმიერი ნეიტრალური ორგანიზაციისთვის" ღიაა, ამ ჯგუფის შეხვედრაზე ISFED-ს ჩართულობა კი მათთვის მიუღებელია.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ISFED-ს წინააღმდეგ ანგარიშსწორებას აპირებს.

ამ პროცესში მონაწილეობა ორ არასამთავრობო ორგანიზაციას -" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა" და "სამართლიან არჩევნებს" უნდა მიეღო. დღევანდელი შეხვედრა საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S