Accentnews.ge
დაღესტანმა საქართველოში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის დაფინანსებით ტურნირი ჩაატარა

დაღესტანმა საქართველოში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის დაფინანსებით ტურნირი ჩაატარა

18/08/2022 18:15:48 პოლიტიკა

კახეთში გამართული ჭიდაობის ტურნირი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, მმართველი პარტია "ედინაია როსიას" წევრმა საიგიდფაშა უმახანოვმა დააფინანსა. ინფორმაცია თავად დეპუტატმა ტელეგრამ-არხში გამოქვეყნებული განცხადებით დაადასტურა.

განცხადებიდან ირკვევა ისიც, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივში გამართულ ჩემპიონატს დაღესტნის ჭიდაობის ფედერაციისა და დაღესტნის სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც გამარჯვებულებს ჯილდოები და ფულადი პრიზებიც გადასცეს.

"თივში მოსახლეობის უმრავლესობას ავარები შეადგენენ. ჯერ კიდევ 1990-იანების ბოლოდან ბატონი უმახანოვი მრავალგზის დაჰხმარებია ადგილობრივებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და კულტურულ-საგანმანათლებლო საკითხების გადაჭრაში, ამჯერად კი მისი მხარდაჭერის გარეშე არ დარჩა სპორტული შეჯიბრი, რომელიც დაღესტნის რესპუბლიკის სპორტის სამინისტროსა და სპორტული ჭიდაობის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული. დაღესტანს ღონისძიებაზე ხსენებული უწყებების რიგი ჩინოსნები წარმოადგენდნენ, რომლებმაც გამარჯვებულ ათლეტებს დაღესტნის მიერ დაწესებული სხვადასხვა ჯილდოები და დეპუტატ უმახანოვის მიერ გამოყოფილი ფულადი პრიზები გადასცეს" - ნათქვამია ტელეგრამ-არხში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: დაღესტნელ დეპუტატ უმახანოვს პრეზიდენტ პუტინისგან არაერთი ჯილდო და მადლობა აქვს მიღებული. ის თადარიგის პოლკოვნიკი და დაღესტანში სახალხო შეიარაღებული ფორმირებების ყოფილი მეთაური გახლავთ.

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S