Accentnews.ge
გომელაური – გოგაშვილზე: "არაერთხელ დამიცვია... თურმე მტკიცებულებებს აგროვებდა"

გომელაური – გოგაშვილზე: "არაერთხელ დამიცვია... თურმე მტკიცებულებებს აგროვებდა"

19/08/2022 09:57:53 პოლიტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მათ შორის კომუნიკაცია საერთოდ არ შემდგარა.

იგი "აბსურდს" უწოდებს დაპატიმრებული თანაგუნდელის ბრალდებას მუქარასთან დაკავშირებით.

"სოსო გოგაშვილზე გული მწყდება. 2013 წელი იყო, რომ გავიცანი და წამოვიყვანე. იგი იყო რიგით თანამდებობაზე, მე მაშინ მოადგილე ვიყავი, ირაკლი ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მას ვთხოვე და ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე, თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე. იგი იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც და ახლა აცხადებს, სამწუხაროდ, თურმე სამი წელი იდგა და აგროვებდა ჩემზე და ჩვენს გუნდზე კომპრომატებს კომპრომატებს. 2018 წელს მოხდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. რატომ მოხდა, თვითონ კარგად იცის. არაერთხელ დამიცვია გუნდისგან. ახლა არ ვიტყვი. ორჯერ გითხარით, რომ არ ვიტყვი [ეუბნება ჟურნალისტს]... ყველაზე მეტად გაოცებული მე ვარ. მე არავის არაფერს ვაყვედრი. რაც შემეძლო, ყველაფერი გავუკეთე. ეს ადამიანი იყო დაბალ თანამდებობაზე, არაფერი არ ჰქონდა, გახდა პირველი მოადგილე და როგორც არის, კარგად იყოს, ცუდი არ მინდა მისი ოჯახისთვის. სადამდეც მიიყვანა მისმა ქმედებებმა, კი ვხედავთ", - აცხადებს ვახტანგ გომელაური.

მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას უპასუხებდა სოსო გოგაშვილის ბრალდებას მისი ოჯახის მიმართ მუქარაზე:

"ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია, ტყუილია, არანაირი კავშირი არ შემდგარა, პირველ რიგში, მინდა, ეს ვთქვა, მეორე - ვინც მე მიცნობს პირადად, ოჯახს და არა მარტო ჩემს ოჯახს, ჩვენი ნაცნობების, თუნდაც მტრის ოჯახს, პატივს ვცემ და ჩემგან ასეთი რამ - მუქარა არასდროს არ წასულა, არავის მიმართ, რომ ოჯახის ამოწყვეტით დავმუქრებოდი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არის სრული აბსურდი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S