Accentnews.ge
EU-ს წარმომადგენლობა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყონ შესაბამისი NGO-ების ჩართულობა სამუშაო ჯგუფებში

EU-ს წარმომადგენლობა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყონ შესაბამისი NGO-ების ჩართულობა სამუშაო ჯგუფებში

19/08/2022 14:54:19 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, რომ ყველა სამუშაო ჯგუფში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

„მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით.

#10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) არ მიიწვია. ამის მიზეზად ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ორგანიზაციის "არანეიტრალურობა" დაასახელა. მისი თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პრემიერ–მინისტრის "პოსტიდან" ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა. მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის კარი "ნებისმიერი ნეიტრალური ორგანიზაციისთვის" ღიაა, ამ ჯგუფის შეხვედრაზე ISFED-ს ჩართულობა კი მათთვის მიუღებელია. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ISFED-ს წინააღმდეგ ანგარიშსწორებას აპირებს. ამ პროცესში მონაწილეობა ორ არასამთავრობო ორგანიზაციას -" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა" და "სამართლიან არჩევნებს" უნდა მიეღო. 18 აგვისტოს სხდომა საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S