Accentnews.ge
ლევან დავითაშვილი: "Credit Suisse"–ს მოქმედებები, ის, რაც საჯაროდ ჩანს, სამართლიანი ვერ არის"

ლევან დავითაშვილი: "Credit Suisse"–ს მოქმედებები, ის, რაც საჯაროდ ჩანს, სამართლიანი ვერ არის"

22/08/2022 12:20:35 პოლიტიკა

"ვფიქრობ, ბანკის მოქმედებები, ის, რაც საჯაროდ ჩანს, სამართლიანი ვერ არის", - ასე ეხმიანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მხრიდან შვეიცარიული ბანკის ქმედებების რეკეტად შეფასებას ეხებოდა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით „გამოჩნდა, რომ ბანკის მიერ ბატონი ბიძინას ინტერესები იყო ცალსახად დაზიანებული“.

„Credit Suisse"-სთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, როდესაც დადებითი გადაწყვეტილება მომჩივანი მხარის სასარგებლოდ გამოიტანა. ამ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ ბატონი ბიძინას ინტერესები იყო ცალსახად დაზიანებული და დაზარალებული. ვფიქრობ, ბანკის გადაწყვეტილებები უსამართლო იყო, როდესაც ხდება გარკვეული ფინანსური რესურსების გამოყენებაზე შეზღუდვების შემოღება და ცალსახაა, რომ აქ გარკვეულ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს ადგილი აქვს. ვფიქრობ, ბანკის მოქმედებები, ის, რაც საჯაროდ ჩანს, სამართლიანი ვერ არის. თუმცა უფრო მეტი იურიდიული ნიუანსები არსებობს, რომელზეც ადვოკატები საუბრობდნენ კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით და საზოგადოებას შეუძლია განსაჯოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა 2022 წლის 4 მარტს თანხის მიღება მოითხოვა. ბანკის რწმუნებულმა მოთხოვნა 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, რამაც მილიარდერს ფინანსური ზიანი მიაყენა. თანხის გადარიცხვის შეყოვნების მიზეზად "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დასახელდა. 2022 წლის 5 ივლისს კი ივანიშვილმა "Credit Suisse"-სგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარია, რომ სანქციების დაწესებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო ბანკი სასამართლოს თანხმობის გარეშე ტრანზაქციებს აღარ შეასრულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S