დუგინი:"ჩემი ქალიშვილი უკრაინის ნაცისტურმა რეჟიმმა მოკლა, მაგრამ ჩვენს ნებას ვერაფერი გატეხს"
22/08/2022 13:12:01 პოლიტიკა
კრემლის იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა მოსკოვის სიახლოვეს მანქანაში მისი ქალიშვილის აფეთქება ტერაქტად შეაფასა და გამოთქვა რწმენა, რომ მომხდარი "უკრაინის ნაცისტურმა რეჟიმმა განახორციელა".
"ჩემს ქალიშვილს არასოდეს მოუწოდებია ძალადობისა და ომისკენ. იგი ამომავალი ვარსკვლავი იყო გზის დასაწყისში. რუსეთის მტრებმა იგი მზაკვრულად მოკლეს. მაგრამ ჩვენ, ჩვენს ხალხს მსგავსი აუტანელი დარტყმებითაც კი ვერ გაგვტეხენ. მათ ჩვენი ნების ყველაზე საუკეთესოებისა და ყველაზე მოწყვლადების წინააღმდეგ სისხლიანი ტერორით გატეხვა სურდათ, მაგრამ თავისას ვერ მიაღწევენ" - განაცხადა პუტინის კონსულტანტმა.
ცნობისთვის: 20 აგვისტოს დარია დუგინას კუთვნილი ჯიპი Land Cruiser Prado მოსკოვის სიახლოვეს, მოჟაისკის ტრასაზე გადაადგილებისას აფეთქდა. ინციდენტის დროს იგი მანქანაში იმყოფებოდა და ადგილზე დაიღუპა. კიევი კრემლის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
21 აგვისტოს დარია დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.
უკვე 22 აგვისტოს ФСБ–მ დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და მის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.
დარია დუგინა მამის საქმეს აგრძელებდა, უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიას ამართლებდა და "რუსსკი მირის" იდეოლოგიას პროპაგანდირებდა.


