საქართველოს პრეზიდენტი "ყირიმის პლატფორმის" სამიტში მიიღებს მონაწილეობას
23/08/2022 08:59:48 პოლიტიკა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტი ონლაინ–ფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
სალომე ზურაბიშვილი სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.


