Accentnews.ge
რუსმა დეპუტატმა საქართველოში გამოქცეულ ქალიშვილს მოღალატე უწოდა

რუსმა დეპუტატმა საქართველოში გამოქცეულ ქალიშვილს მოღალატე უწოდა

23/08/2022 11:15:28 პოლიტიკა

რუს დეპუტატ ედუარდ ისაკოვის ქალიშვილი, რომელმაც უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია დაგმო, თურმე, საქართველოშია გამოქცეული.

«ამჟამად საქართველოში ვიმყოფები და ამიტომაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. არ მომიყოლია, რა გადამხდა თავს ბოლო 5 თვის განმავლობაში. ბევრი რამ მოხდა. ვაწყობდი აქციას. დამაკავა პოლიციამ. გავიქეცი. ბევრი ადგილი მოვიარე. სოჭიდან დავიწყე მოგზაურობა. ვხვდებოდი ხალხს, ოპოზიციონერებს. შევძელი დამშვიდობება ციმბირელ ნათესავებთან. სულ მინდოდა საქართველოში მოხვედრა და აი, როგორც იქნა, მოვხვდი», – წერს ინსტაგრამში დიანა ისაკოვა.

18 აგვისტოს რუსი დეპუტატის 25 წლის ქალიშვილმა აცნობა საზოგადოებას, რომ რუსეთს ტოვებდა. 19 აგვისტოს გამოქვეყნდა მის მიერ BBC-სთვის მიცემული ინტერვიუ, რომლის თანახმად, დიანა ისაკოვა უკვე რამდენიმე წელია, ოპოზიციურ შეხედულებებს იზიარებს და არაერთგზის ჰქონია მამასთან კონფლიქტი, მათ შორის - რუსეთში ლგბტ თემის უფლებრივი მდგომარეობის თემაზე. მარტში დიანა ისაკოვა სოჭში ომის საწინააღმდეგო მიტინგზე გავიდა, აპრილში კი საკუთარი ანტისაომარი აქცია გამართა და დაკავებულ იქნა პოლიციის მიერ.

თავად რუსმა სენატორმა განუცხადა BBC-ს, რომ დიანა "მამის, ოჯახისა და სამშობლოს მოღალატეა, ამდენად, მისი ქალიშვილი აღარაა".

სენატორი, რომელიც ბრიტანეთის, ევროკავშირისა და კანადის სასანქციო სიებში ფიგურირებს, ომის აქტიური მხარდამჭერია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S