Accentnews.ge
"ვულოცავ უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და გამოვთქვამ რწმენას, რომ საქართველო მალე შეუერთდება უკრაინისა და მოლდოვის რიგებს"

"ვულოცავ უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და გამოვთქვამ რწმენას, რომ საქართველო მალე შეუერთდება უკრაინისა და მოლდოვის რიგებს"

23/08/2022 13:42:37 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიულოცა. პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ მალე საქართველოც მიიღებს ხსენებულ სტატუსს.

"ვულოცავ უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და გამოვთქვამ რწმენას, რომ საქართველო მალე შეუერთდება ჩვენს პარტნიორებს – უკრაინასა და მოლდოვას ამ გზაზე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ანაქრონისტული ომი მალე დასრულდება და უკრაინა იქნება ისტორიის სწორ მხარეს, ომიდან გამარჯვებული გამოვა. ბატონო პრეზიდენტო ზელენსკი მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მომსწრენი გავხდებით იმისა, რომ ჩვენი ერები კვლავ გაერთიანდებიან, კვლავ აღადგენენ ტერიტორიულ მთლიანობას, მოიპოვებენ კეთილდღეობას მშვიდობიან და დაცულ ევროპაში. ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს. დიდება უკრაინას!", – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S