"საქართველო და უკრაინა მოძმე ერები არიან და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით"
24/08/2022 07:37:08 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! უკრაინელმა ერმა მსოფლიოს აჩვენა თავისი ღირსეული ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. საქართველო და უკრაინა მოძმე ერები არიან მსგავსი ბრძოლით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით. დიდება უკრაინას!", – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.


