Accentnews.ge
ჩავუშოღლუმ დარჩიაშვილს დახმარება შესთავაზა -  ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში თურქეთის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო

ჩავუშოღლუმ დარჩიაშვილს დახმარება შესთავაზა - ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში თურქეთის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო

24/08/2022 07:58:13 პოლიტიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მის ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია თურქეთის საგრეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სატელეფონო საუბრისას ჩავუშოღლუმ გამოხატა მწუხარება საქართველოში მიმდინარე ტყის ხანძრების გამო და ქართველ მინისტრს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებას დაჰპირდა." - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღეს საქართველოს შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო დახმარების ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღესვე ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება.

მე–6 დღეა, ბორჯომში მუნიციპალიტეტის ტყვის მასივში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S