აშშ-ის საელჩო საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს: "ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია, დემოკრატიის სიმბოლოა"
24/08/2022 08:23:21 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის საელჩო ქვეყანას კონსტიტუციის დღეს ულოცავს. დიპლომატიური უწყება აცხადებს, რომ ამერიკისთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტი, ის არის დემოკრატიის სიმბოლო.
„ჩვენ, ხალხი" - ამ სიტყვებით იწყება შეერთებული შტატების კონსტიტუცია, რომელიც ძალაუფლებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას - მიმართულებას. ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია, ის არის დემოკრატიის სიმბოლო, რომელიც შეგვახსენებს, რომ „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი" - სწორედ ამ სიტყვებს იპოვით საქართველოს კონსტიტუციაში. დღეს საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყნის უზენაესი კანონის მიღების დღეა. გილოცავთ!", - აცხადებს ამერიკის საელჩო.


