Accentnews.ge
"რუსეთის, როგორც რეგიონული ძალის დღეები დათვლილია,  ვურჩევ საქართველოს, შეწყვიტოს ფლირტი მოსკოვთან"

"რუსეთის, როგორც რეგიონული ძალის დღეები დათვლილია, ვურჩევ საქართველოს, შეწყვიტოს ფლირტი მოსკოვთან"

24/08/2022 08:26:42 პოლიტიკა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მრჩევლის ლევ დენგოვის თბილისში გამოჩენას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველომ "რუსეთთან ფლირტი" უნდა შეწყვიტოს.

"რუსეთის, როგორც რეგიონული ძალის დღეები დათვლილია. მე მტკიცედ ვურჩევ საქართველოს, რომ ეს სერიოზულად აღიქვას და შეწყვიტოს რუსეთთან ფლირტი", -წერს კინზინგერი სოციალურ ქსელში.

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მრჩეველი და მომღერალ ქეთა თოფურიას მეუღლე ლევ დენგოვი საქართველოში იმყოფება. თბილისში მისი ყოფნის დამადასტურებელი ფოტო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მარიამ გეგუჩაძის ინფორმაციით, დენგოვს დარღვეული აქვს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი, ვინაიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშია ნამყოფი.

ბიზნესმენი ლევ დენგოვი (პაველ გუზბანდი) რუსეთის მიერ შექმნილ ლიბიის საკითხების დარეგულირების საკონტაქტო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. რუსეთის ფედერაციის დავალებით, იგი ლიბიიდან რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეთა გათავისუფლების საკითხს კურირებდა.

ივლისში ambebi.ge წერდა, რომ ქეთა თოფურია შვილთან და ქმართან ერთად საქართველოში კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა დენგოვი ცოლის სამშობლოს სტუმრობს.

მომღერალმა ქეთა თოფურიამ ლევ დენგოვზე ქორწინების შესახებ 2020 წლის ნოემბერში განაცხადა. მათ 2021 წლის 21 იანვარს ვაჟიშვილი შეეძინათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S