Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი 3 ტელეარხის დასანქცირებაზე: "კრიტიკული აზრის გამოთქმის უფლება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია"

აშშ–ის ელჩი 3 ტელეარხის დასანქცირებაზე: "კრიტიკული აზრის გამოთქმის უფლება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია"

24/08/2022 10:40:04 პოლიტიკა

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „TV პირველის", „ფორმულასა“ და "მთავარი არხის" დასანქცირების თაობაზე კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას ეხმიანეება და აცხადებს, რომ "კრიტიკული აზრის გამოთქმის უფლება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია".

„ძალიან სამწუხაროა მოვლენების ამგვარი განვითარება. მედიისა და სიტყვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი ის უფლება, რომ შესაძლებელი იყოს კრიტიკული აზრის გამოთქმა ხელისუფლების მიმართ, ეს არის ნაწილი ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიისა. განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 27–ე წლისთავს აღვნიშნავთ“, – განაცხადა ელჩმა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ქართული ოცნების“ სარჩელი დააკმაყოფილა და სამ არხს: „მთავარს“, „ფორმულას“ და „ტელეკომპანია პირველს“ სანქცია დაადო.

კომისიის გადაწყვეტილებით, ფორმულა“ და „ტელეკომპანია პირველი“ გააფრთხილეს, „მთავარი არხი“ კი 118 689 ლარით დაჯარიმდა.

კომისიამ განმარტა, რომ „ფორმულასა“ და „ტვ პირველისთვის“ ეს პირველი დარღვევაა, ხოლო „მთავარი არხისთვის“ წელს რიგით მეხუთე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S