Accentnews.ge
"მე არ მინდა, ზედმეტ პოლემიკაში შევიდე ქალბატონ ელჩთან, მაგრამ მისი განცხადებები დასანანია"

"მე არ მინდა, ზედმეტ პოლემიკაში შევიდე ქალბატონ ელჩთან, მაგრამ მისი განცხადებები დასანანია"

24/08/2022 13:06:10 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანის დღევანდელ კომენტარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დიპლომატის "განცხადებების დასანანია".

მისი თქმით, PVT-ში ცდომილებას არ შეიძლება ეწოდოს უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება:

"მე არ მინდა ზედმეტ პოლემიკაში შევიდე ქალბატონ ელჩთან იმიტომ, რომ ნამდვილად დასანანია ის განცხადებები, რაც კეთდება ISFED-თან დაკავშირებით, PVT-ის გაყალბებასთან დაკავშირებით. არ შეიძლება ამ მნიშვნელოვან ფაქტს, როგორიც იყო PVT-ის გაყალბება, ეწოდოს უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება. „თვენახევარი დასჭირდა ამ გაყალბების აღიარებას. ვიდრე კუთხეში არ მივაყენეთ ISFED მანამდე არ აღიარებდა ის იმ სიყალბეს, რომელიც იყო წარმოდგენილი PVT-ის სახით, ეს არ იყო უმნიშვნელო თავისი არსით, საუბარი იყო ზღვრის გადალახვაზე, იმ ზღვრისა, რომელიც დასაშვები ფარგლები იყო PVT-ის კუთხით. როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს წარმოადგენს ორგანიზაცია, მას არ შეიძლება უწოდო „სანდო“. ეს დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი განცხადებები არის დასანანი. PVT-ის გაყალბება გახდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი საბოტაჟისთვის, რევოლუციური სცენარისთვის. ბუნებრივია, ასეთ დროს ასეთი განცხადებების გაკეთება არის დაუშვებელი. გაყალბებისთვის ხელის დაფარება არის ძალიან ცუდი. რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელიც ქალბატონმა ელჩმა გააკეთა, თითქოს სამართლიანად არ იყო შეფასებული ეს არჩევნები, შეგახსენებთ, რომ როგორც ეუთო/ოდირის, ასევე ყველა სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. რაც შეიძლება სიტყვა „სამართლიანს“, ეს ტერმინი ამოღებულია როგორც ეუთო/ოდირის, ასევე სხვა საერთაშორისო მისიების პრაქტიკიდან. მაგრამ თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ეს არჩევნები სამართლიანი იყო. რაც შეეხება სხვა ხარვეზებს, არსად არ იყო ნახსენები სიტყვა „კარუსელი“ და ესეც იყო მორიგი მცდარი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა. არ ვიცი ვინ შეიყვანა დღეს ელჩი შეცდომაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყვნენ კონკრეტული NGO-ები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ რევოლუციური სცენარით. ეს კარგად გამოჩნდა ორიოდე თვის წინ, როდესაც ISFED და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ პირდაპირ აღმოჩნდნენ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის სცენაზე".

როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი რევოლუციური სცენარი იყო, რასაც ხელის დაფარება არ სჭირდება:

"ყველაფერი არის დღესავით ნათელი, გაყალბდა PVT, გაყალბდა მონაცემები არჩევნების გაყალბების შესახებ, რაც ემსახურებოდა თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის განხორციელებას. ამას ხელის დაფარება არ სჭირდება, ამას სჭირდება აღიარება, რაც არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ISFED-მა და სხვა მსგავსმა ორგანიზაციებმა მინიმალურ დონეზე მაინც გამოისწორონ საკუთარი რეპუტაცია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S