Accentnews.ge
რუსთაველის გამზირზე უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქცია მიმდინარეობს

24/08/2022 17:20:32 პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე ჟღერს უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი, უკრაინული პატრიოტული სიმღერები, ერისადი პრეზიდენტ ზელენსკის დღევანდელი მიმართვის ჩანაწერი.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

აქცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, საიდანაც მონაწილეებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს ერთდროულად მსოფლიოს 24 ქვეყანასა და 51 ქალაქში ტარდება.

ფოტო:ზვიად მჭედლიშვილი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S