Accentnews.ge
გაერო–ს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო

გაერო–ს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო

25/08/2022 08:35:42 პოლიტიკა

გაეროს 50-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო

განცხადების ტექსტი გაერო–ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერჰი კისლიცამ გამოაქვეყნა. ინფორმაცია განთავსებულია გაერო–ში საქართველოს წარმომადგენლობის "ტვიტერის" გვერდზეც.

"რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების სრული უგულებელყოფა და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან", – ნათქვამია დოკუმენტში.

განცხადების ხელმომწერები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დოკუმენტის ხელმომწერებს შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, თურქეთი, საქართველო, მოლდოვა, კანადა და ახალი ზელანდია.

გაერო–ში 24 აგვისტოს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხომა გაიმართა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების ექვსი თვის თავს მიეძღვნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S